პსჟ-ს გერმანელ შემტევს იულიან დრაქსლერს ზაფხულში ბარსელონაში სურდა გადასვლა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა მისი ყიდვა არ მოინდომა. დრაქსლერის აგენტი თვითონ დაუკავშირდა ბარსელონას, მაგრამ უარი მიიღო, რადგან კატალონიელებს ფილიპე კოუტინიოს ყიდვა სურდათ.
საბოლოოდ, დრაქსლერი პსჟ-ში დარჩა და მისთვის ეს არცთუ კარგი ვარიანტია, რადგან მას სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს სეზონის დიდი ნაწილის გატარება. ნეიმარის და კილიან მბაპეს მოსვლის შემდეგ, დრაქსლერისთვის პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღარ მოიძებნება.

