ლივერპულმა ლესტერთან 0:2 წააგო და ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა. ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ვერ ინარჩუნებს კონცენტრაციას მატჩის ბოლომდე და ამის გამო ისინი უკვე არაერთხელ დაისაჯნენ. კლოპის აზრით მსგავსი ქმედება მოედანზე მიუღებელია.
” პირველ ტაიმში მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ მომენტების გამოყენება ისევ ვერ შევძელით. მატჩის ბოლოს ისევ სულელური გოლები გავუშვით და ეს საწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. ბოლო შეხვედრებში ასეთ გოლებს ძალიან ხშირად ვუშვებთ”– განაცხადა იურგენ კლოპმა.

