მიუნხენის ბაიერნის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ის მზად არის თავის გუნდს დაეხმაროს. შემდეგ შეხვედრას ბაიერნი ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ ჩაატარებს და ამ მატჩში ხამესი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ხამეს როდრიგესი ბაიერნმა ორწლიანი იჯარით იყიდა და კოლუმბიელ ფეხბურთელზე მიუნხენში დიდ იმედებს ამყარებენ. ხამესმა რეალში სამი სეზონი ჩაატარა და მას საკმაოდ კარგი სტატისტიკაც ჰქონდა, მაგრამ დიდი კონკურენციის გამო ხამესი ხშირად ვერ ხვდებოდა რეალის ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

