შსს-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება.
როგორც “ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო- სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ლოკალიზებას ათამდე მეხანძრე-მაშველი ჯგუფი ცდილობს.
მათივე ინფორმაციით, რთული რელიოფური პირობების გამო ცეცხლის ლოკალიზებაში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ერთვება.

