მამუკა მდინარაძე – ”უმრავლესობა მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს”

მამუკა მდინარაძე - ”უმრავლესობა მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს”საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
– ჩვენი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, რომელიც იყო ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმების საგანი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი სადავო არ არის და ვენეციის კომისიის გარდა, მას ეთანხმება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ის ნაწილიც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ კონსტიტუციას, – აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს და საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე პარტიებს კონსულტაციები შესთავაზა.

ნიუპოსტი