ფრანგული პსჟ-ს და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ისკო ალკორკონზე ისაუბრა და თქვა, რომ ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად მესიზე უკეთესია.
”ისკოს წინააღმდეგ თამაშმა დამტანჯა. ვაღიარებ, მას ვერაფერი მოვუხერხე, რადგან ის უბრალოდ შესანიშნავად მოქმედებდა მოედანზე. ასეთ რამეებს ლიონელ მესიც ვერ აკეთებს ხოლმე”– განაცხადა მარკო ვერატიმ.
იტალიის ნაკრებმა სტუმრად ესპანელებთან 0:3 წააგეს და ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ისკო გახდა, რომლის წინააღმდეგაც ვერც ვერატიმ და ვერც მისმა თანაგუნდელებმა ვერაფერი გააწყეს. ვერატიმ ასევე აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრები დამსახურებულად დამარცხდა.

