მძღოლმა ყოველი 4.5 საათი მოძრაობის შემდეგ მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს – რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები

მძღოლმა ყოველი 4.5 საათი მოძრაობის შემდეგ მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციებიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ქართულ კომპანიებს შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვას ავალდებულებს. მძღოლისთვის დადგენილია ორკვირიანი ჯამური, თანმიმდევრული მართვის ხანგრძლივობა, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 90 საათს. აღნიშნული ორი კვირა გათვლილია 5 დღიან სამუშაო დღეზე, რაც ორი კვირის განმავლობაში ჯამში შეადგენს 10 დღეს. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, მძღოლს არ შეუძლია, რომ 9 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ იმოძრაოს. ის ყოველ ოთხსაათნახევრის შემდეგ ვალდებულია განახორციელეს არანაკლებ 45 წუთით შესვენება. მძღოლის მიერ შრომისა და დასვენების რეჟიმი რეგისტრირდება სპეციალური საკონტრილო მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც ტაქოგრაფი ჰქვია. ასეთი მოწყობილობოთ უკვე სარგებლობს 1100 მძღოლი.

ევროდირექტივის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან სავალდებულო ხდება ასევე სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის მონტაჟი. ცვლილებების შედეგად ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის 100 კილომეტრი სიჩქარეზე მეტით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის 90 კილომეტრი სიჩქარით, მოძრაობა იზღუდება.