მესის ნოუ კამპზე 300 გოლი დაუგროვდა

მესის ნოუ კამპზე 300 გოლი დაუგროვდალიონელ მესიმ ეიბართან შეხვედრაში პოკერი შეასრულა და არგენტინელ ლეგენდას ნოუ კამპზე 300 გატანილი გოლი დაუგროვდა. მესიმ პირველი გოლი ბარსელონას სტადიონზე ჯერ კიდევ 2005 წელს გაიტანა, როდესაც მასთან ერთად რონალდინიო თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი მესის სწორედ რონალდინიომ მისცა და მაშინ დაიწყო მესის გოლების ეპოქა ნოუ კამპზე. წლევანდელი სეზონის სტარტზე ლეო ძალიან შედეგიანია და მან უკვე 12-ჯერ მოახერხა მეტოქეების დამწუხრება, აქედან 9 გოლი მან ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა.