მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს მიმართავს – „კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ და ბოდიში მოიხადე!“

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს მიმართავს - „კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“  და ბოდიში მოიხადე!“დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოი უჩივლებს. საუბარია მეუფე იაკობის განცხადებაზე, სადაც იგი მიხეილ რამიშსვილს მეუფე პეტრეს „მაბეზღარას“ უწოდებს.

ტელეკომპანია „იბერაიას“ ეთერშსი საუბრისას, ადვოკატმა განაცხადა, რომ მეუფემ ამ განცხადებით მისი პირადი ღირსება შეურაცხყო:

– კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ არჩილ გამზარდიას გადაცემაში, სადაც  ბრძანდებოდი და ბოდიში მოიხადე იმ ცილისწამებისთვის,რომელიც გააჟღერე ჩემი მისამართით სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, –  სოსიალური ქსელის საშუალებით მიმართავს ადვოკატი მეუფე იაკობს.

რამიშვილის თქმით, გუშინ, “იბერიის” ეთერში გაკეთებული განცხადებით, ქორეპისკოპოსმა გირგვლიანის ოჯახსაც მიაყენა შეურაცხყოფა, რისთვისაც ის პასუხს აგებს.