მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს

 მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებსსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

– ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3.400-დან 8.500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, – დასძინა ადვოკატმა.

დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიული პროტოკოლი გადასცეს.