საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები იცავენ.
როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, მებრძოლები სააკაშვილს მაშინ იცავდნენ, როდესაც ის ლვოვის მერთან ვახშმობდა და არავის უშვებდნენ რესტორანში. მებრძოლებმა, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე რესტორანი დაცვამ რკალში მოაქცია და შიგნით არავის უშვებდა.
ვახშმის შემდეგ, სააკაშვილი და სადავოი ჟურნალისტებთან გამოვიდნენ. ლვოვის მერმა , სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლა მიულოცა და 10 სექტემბერს, უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს, მატარებლის შეფერხებასა და გამშვებ პუნქტ „შეგინზე“ შეზღუდვებს, მიუღებელი უწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ აღშფოთება გამოთქვა და „მიროტვორეცის“ მონაცემთა ბაზაში მის შეყვანაში , უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკობი დაადანაშაულა. ამავდროულად, სააკაშვილის განცხადებო, მის მომხრეებს კანონი არ დაურღვევითა „შეგინის“ საგუშაგოზე კორდონის გარღვევისას. მისი თქმით, ხალხს იმ ქმედებების განხორციელების უფლება ჰქონდა, რაც მათ განახორციელეს.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ლვოვის მერი რესტორანში დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო.
“შეგინის” სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.

