„ნიჭიერმა” ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გადაინაცვლა, რომლის ტელეშოუს ჩაწერებიც უკვე დაიწყო.
ცნობილია, ასევე ,,ნიჭიერის” ჟიურის ახალი შემადგენლობაც. ერთ-ერთი მათგანი სტეფანეა, რომლის გამოჩენამაც ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გააღიზიანა გამოიწვია და სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა:
– ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა, სრულიად ურცხვი’, – წერს ნიკა გვარამია.
,,ნიჭიერის”ჟიური კი ასე გამოიყურება: საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.
PrimeNewsGeorgia