დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობიდან, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გადაინაცვლოს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნარმანია საბოლოოდ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება, თუმცა, მეორე
კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.
რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ირჩევს, რომელსაც ასევე პრეზიდენტი სთავაზობს კანონმდებლებს მთავრობასთან შეთანხმებით.
ამჟამად სემეკში, რომელიც 5 წევრით არის განსაზღვრული, 2 ადგილი ვაკანტურია.

