მოდელი ნინი ონიანი და მისი მეუღლე ვაჟიკო მახვილაძე ერთმანეთს დაშორდნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტში გავრცელდა, თუმცა თავად მოდელმა ჟურნალისტებყთან ამ თემაზე საუბარი კატეგორიულად არ ისურვა.
ნინი და ვაჟიკო გასულ წელს დაქორწინდნენ. ნინიმ სოციალურ ქსელში საკუთარ სახელს და გვარს ქმრის გვარიც დაამატა და მეგობრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ნინი ონიანი-მახვილაძე გახდა. ახლა კი ნინის სოციალურ ქსელში მხოლოდ თავისი გვარი უწერია და მეუღლის ფოტოებსაც აღარ ავრცელებს.
ნინიმ და ვაჟიკომ ერთმანეთში უცხოეთში გაიცნეს. ისინი დაქორწინდნენ და რამდენიმე თვის ბიჭი, ლუკაც ჰყავთ, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “რეიტინგი” მოდელს დაუკავშირდა:
– ნინი, მართალია, რომ ქმარს დაშორდით?
– არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ ვაჟიკო მახვილაძე საქართველოდანაც წავიდა…
– არ ვსაუბრობ ამ თემაზე.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა მოდელს ყურადღება არასოდეს აკლდა. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ნინის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ამან მოდელი გააღიზიანა:
– ბოზი, აგენტი, ცუდი ადამიანი, “სწერვა” ,მახინჯი… etc. ნუ შემჭამეთ რა… დიახ, ვარ ყველაფერი და იმაზე უარესი კიდე ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ..!!! არ წაიღეს ტვინი ბლიად….!!!! მოგი….ანთ პატიოსნება და კდემა….!!! ტფუი. ხო კიდე არც ქალიშვილი გავთხოვილვარ და 1 კაცზე მეტი მყავდა…. მაინც რომ იცოდეთ…. გაინტერესებთ ალბათ…

