ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს

ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნესნინო ოძელაშვილი დღეს, 1 სექტემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამის მიზეზი გახდა ყელსაბამი, რომელიც ნინო ოძელაშვილს ეკეთა. კომენტატორმა, რომელსაც ჩემპიონატი ქართულ ენაზე მიჰყავდა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას ჯვარი ეკეთა.

დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს ნიგერიელ ვინი გოფიტს 1:0-ს ამარცხებდა.

როგორც “ფეისბუკზე” ნინო ოძელაშვილის გულშემატკივრები წერენ, სპორტსმენს, სავარაუდოდ, დაავიწყდა ჯვრის მოხსნა, წესების თანახმად კი, შეჯიბრზე ყოველგვარი ყელსაბამით გამოსვლა სასტიკად აკრძალულია.

ნეტგაზეტი