პაატა ბურჭულაძეს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ

პაატა ბურჭულაძეს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენPosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.
საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა.

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.
საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია;

მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“ ჯამში, სულ რაღაც 820.000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1.760.000 ლარი გასცა.
– თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ „იავნანასთვის“, დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, ფეშენებელურ ავტოპარკს და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით, – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.

კვირა