ბაიერნის ერთ-ერთ ლიდერს ფრანკ რიბერის კარიერის დასრულება მიუნხენურ გუნდში სურს, რადგან ბაიერნში ის ძალიან ბედნიერია. რიბერიმ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა რამდენიმე შემოთავაზება ჩინური გუნდებისგან, მაგრამ მისთვის ფული მთავარი არ არის.
” ჩინური კლუბები უამრავ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა და არა ფული. ბაიერნში ბედნიერი ვარ და ამას არავითარ ფულზე არ გავცვლი”– განაცხადა რიბერიმ.
ფრანკ რიბერი ბაიერნში 2007 წლიდან თამაშობს.

