პოლ პოგბას თვენახევარი გაუცდება

პოლ პოგბას თვენახევარი გაუცდებამანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ ბაზელთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და როგორც აღმოჩნდა ეს ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.

პოგბა სავარაუდოდ თვენახევარს გამოტოვებს და მისი არყოფნა მანჩესტერისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან პოგბამ წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო.

ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება მოედანზე და ტრავმები მას ვერ დააბრკოლებენ. პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წელს გადავიდა და მისი პირველი სეზონი არცთუ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ.