23 წლის მოდელმა ტედი ქუინლივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ტედი ისეთ დიზაინერებთან მუშაობს, როგორებიც არიან ჯერემი სკოტი, კაროლინა ერერა და დიან ფონ ფურშტენბერგი.
ის “ლუი ვუტონის” კრეატიულმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესკუირმა აღმოაჩინა 2015 წელს.
– საკუთარი იდენტობის გამხელა მსოფლიოში და ამერიკაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გამო გადავწყვიტე. ობამას ადმინისტრაციის დროს დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ახალი ადმინისტრაცია კი უკან გვხევს. ტრანსგენდერების მიმართ დიდია ძალადობის ფაქტები. მე საჭიროება ვიგრძენი, რომ გამემხილა ჩემი თავი. ტრანსგენდერ საზოგადოებას მეტი ხილვადობა ჭირდება, მეტი ხილვადობა, მეტ მიმღებლობას გააჩენს, – ამბობს მოდელი, რომელიც გამოტყდა, რომ სქესი 16 წლის ასაკიდან შეიცვალა და ქალი გახდა.