ქართველ კალათბურთელებს წაგება ჩვევად ექცათ – ამჯერად უკრაინასთან 81:88

ქართველ კალათბურთელებს წაგება ჩვევად ექცათ - ამჯერად უკრაინასთან 81:88გერმანიასთან დამარცხების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ შედარებით სუსტ უკრაინასთან ქართველი კალათბურთელები დღეს წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

შეხვედრა უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 88:81.
პირველი მეოთხედი უკრაინამ 21:20 მოიგო, მეორე – 30:18 და შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მესამე მეოთხედში საქართველომ ცოტა გაიბრძოლა, 25:16 მოიგო და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეოთხე მეოთხედი ტრადიციულად ცუდად ითამაშა და 7 ქულით წააგო – 81:88.
ამ წაგების შემდეგ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები ძალიან შემცირდა – საქართველოს წინ ორი მატჩი აქვს – მასპინძელ ისრაელთან და ფავორიტ იტალიასთან.

ასეთი თამაშით თუნდაც ერთი მატჩის მოგების შანსი პრაქტიკულად ნულს უდრის.