ქუთაისის სტადიონზე საზმაუს ინჟინერ გიორგი ტოგონიძეს ქვით თავი გაუტეხეს

ქუთაისის სტადიონზე საზმაუს ინჟინერ გიორგი ტოგონიძეს ქვით თავი გაუტეხესქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე პერიმეტრიდან უცნობმა პირმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი, გიორგი ტოგონიძე დაშავდა.

დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის და მესამე წრის მთავარი დაპირისპირება იმართება – ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი „ქართულ დერბის“ მასპინძლობს – „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“.