“მარაო” რამდენიმე დღეში ახალ სატელევიზიო სეზონს დაიწყებს. როგორც არხის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 18 სექტემბერს ეთერში გადაცემა “უხერხული კითხვები” დაბრუნდება. მისი წამყვანი კვლავაც უცვლელი იქნება. გადაცემას ნიკა ხაჩიძე წაიყვანს. განახლებული გადაცემის პირველი სტუმარი კი რუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი იქნება.
– 18 სექტემბერს “უხერხული კითხვები” ბრუნდება! მსახიობ რუსკა მაყაშვილის ძალიან გულახდილი პასუხები უხერხულ კითხვებზე! რუსკას უცნობი ამბები, რომლებსაც პირველი თქვენ მოისმენთ! – ნათქვამია “მარაოს” ოფიციალურ განცხადებაში.