რეალი გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებს

რეალი გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებსმადრიდის რეალი თავისი უელსელი ფორვარდის გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებს. ბოლო დროს ხშირად ისმოდა ჭორები იმის შესახებ რომ გარეტ ბეილს რეალი უნდა დაეტოვებინა და ინგლისში დაბრუნებულიყო, მაგრამ რეალს ბეილთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

უელსელი ფეხბურთელი რეალში დარჩება და ზინედინ ზიდანი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ბეილი 2013 წელს გახდა რეალის ფეხბურთელი, როდესაც მადრიდულმა კლუბმა მის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

შარშანდელი სეზონი გარეტისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან მან ტრავმის გამო ბევრი შეხვედრა გამოტოვა. წელს მას ჯერჯერობით ტრავმები არ აწუხებს.