რეალმა ბეტისს ვერ გაუტანა და 73-მატჩიანი სერია შეწყვიტა

რეალმა ბეტისს ვერ გაუტანა და 73-მატჩიანი სერია შეწყვიტამადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხი განიცადა ბეტისთან ანგარიშით 0:1. შეხვედრა რეალის უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სამეფო კლუბმა გოლის გატანა ვერ შეძლო და მატჩის 94-ე წუთზე თვითონ გაუშვა საკუთარ კარში.

ამ წაგებით რეალმა თავისი 73-მატჩიანი სვლა შეწყვიტა, რომლის მანძილზეც რეალი ყველა შეხვედრაში ახერხებდა გოლის გატანას. ბოლო მატჩი რომელშიც რეალმა გოლი ვერ გაიტანა 2016 წლის აპრილში ჩატარდა სტუმრად მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ის შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ბეტისთან წაგების შემდეგ ბარსელონა რეალს 7 ქულით ჩამორჩება და ამ ორი გუნდისთვის ეს სერიოზული ჰანდიკაპია.