„რესპუბლიკური პარტია” თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს დღეს წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად იბრძოლებს ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე.
გავრცელებული ცნობით, ბოლქვაძე “რესპუბლიკელების” სიის ათეულშია.
ნინო ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურად არის ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში.

