მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის შესაძლოა მოკრივე გახდეს და მას ამის გაკეთება შეუძლია. რიოს თქმით კრივი მას დაეხმარება იმაში, რომ მძიმე წლები დაივიწყოს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ფერდინანდს უფრო კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია.
” ჩემი მეუღლის გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ბოლო წლებში ბევრი ბრაზი დამიგროვდა, რაც შემიძლია რინგზე გადავიტანო. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი და ვფიქრობ კრივში წარმატებას მივაღწევ”– განაცხადა ფერდინანდმა.
რიოს მეუღლე რებეკა ელისონი 2 წლის წინ გარდაიცვალა.

