ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი 6 სექტემბერს 34 წლის გახდა.
როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, დაბადების დღე მეუღლესთან ერთად აღნიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნუნუკას ულამაზესი თაიგული აჩუქა.
ღარიბაშვილების წყვილს 4 შვილი ჰყავს, სამი ბიჭი და ერთი გოგონა. უმცროსი ქალიშვილი ნინო წყვილს გასული წლის აგვისტოში შეეძინა.
ამბები.გე

