რუნის მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვეს

რუნის მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვესუეინ რუნის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რომლის მიხედვითაც მას მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოერთვა. რუნის ასევე დაევალა 100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, რის გამოც მან შესაძლოა ევერტონის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს.

1 სექტემბერს უეინი პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავა და რუნიმ მთელი ღამე პოლიციის შენობაში გაატარა. რუნის საკუთარ მეუღლესთანაც აქვს პრობლემები, რადგან მანქანაში ის ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც შესაძლოა მისი საყვარელი იყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუნი და მისი ცოლი კოლინი დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ.