სააკაშვილი: “კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს”

სააკაშვილი: "კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს"ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩავა, მას შემდეგ რაც ის რეგიონებში და სოფლებში უკრაინელ მოსახლეობას შეხვდება და გაეხნობა იმ მოთხოვნებს რაც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ.

სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩავა ის კიევში და შექმნის ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს:„კიევში გავემგზავრები მას შემდეგ რაც მოვივლი უკრაინის რამდენიმე რეგიონს სოფლებს . ვაპირებ შევკრიბო ხალხის მოთხოვნები. შემდეგ კი ხალხთან ერთად ჩავალ კიევში რათა ეს მოთხოვნები გადავცე ხელისუფლებას. არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პოროშენკოსთან, ხოლო პრემიერი გროისმანი, ამ თანამდებობაზე ჩემი დამსახურებითაა. იმიტომ რომ სწორად გავაკეთე, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანს დაავიწყდა რომ ჩემი დამსახურებიათ ზის სავარძელში და ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. არანაირი პირადი კონფლიქტი არ გამაჩნია არც გროისმანთან და არც ავაკოვთან, მე კონფლიქტი მაქვს ქურდობის და უსამართლობის სისტემასთან.

მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შემაფერხონ, მაგრამ არაფრის არ მეშინია. ხალხთან ერთად წავალ და ვიტყვი სიმართლეს, ვერაფერი გამაჩერებს. კიევში აუცილებლად ჩავალ უახლოესი დღეების თუ კვირების განმავლობაში.- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია აპირებს ის თუ არა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას და განაცხადა, რომ ის გაერთიანებას უკრაინელ ხალხთან გეგმავს.