საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას მისი მოტაცების სცენარის გათამაშება მოუწევს.
ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.
– ჩემი დაკავების თემა არ არის ასეთი მარტივი თემა. მე უკრაინაში მილიონობით მხარდამჭერი მყავს, გაზვიადების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, რამდენი მოვა საზღვარზე და მეორე, რამდენი მიჭერს მხარს. მეორეც, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ – მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს (ამის ბრძანება შეუძლია მხოლოდ და მხოლოს პოროშენკოს), დაიჭერენ, – განაცხადა სააკაშვილმა.
ინტერპრესნიუსი

