სააკაშვილი ჟენევაში უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის შეხვდა

სააკაშვილი ჟენევაში უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის შეხვდაუკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი და ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, შეხვედრა , 7 სექტემბერს, სასტუმრო Four seasons-ში შედგა.

ამის შესახებ გამოცემა კოლომოისკისთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს.

„ჩამოვიდა, ივახშმეს. მან (სააკაშვილი) თქვა , რომ უკრაინაში აპორებს წასვლას“- ამბობს წყარო.

შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში დაბრუნებას, 10 სექტემბერს, პოლონეთიდან გეგმავს.

ნიუპოსტი