მიხეილ სააკაშვილის პარტია “РУХ НОВЫХ СИЛ”-ის წარმომადგენლები თავიანთი ლიდერის დასახვედრად კრაკოვეცში გაემგზავრენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
“აბა, მეგობრებო, კრაკოვეცში მივემგზავრებით, სადაც მიხეილის ჩამოსვლას დაველოდებით.კოლონა 50 ავტომობილისა და 10 ავტობუსისგან შედგება და 4 კილომეტრზეა გაჭიმული.
ადგილზე ჩასული პირველი სამასი ადამიანი ბანაკის მოწყობას აპირებს.ჩვენ თან პოლიციის ესკორტი მოგვყვება. ყველაფერი მშვიდადაა,” წერენ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები.
ნიუპოსტი

