დღეს, 27 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში სტუმრად “ბურსასპორი” 1:0 დაამარცხა.
ეს ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გაიტანა.
“საბურთალომ” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი (მათოზაშვილი, 82), ჩოთალიშვილი, ფურცელაძე, კაპანაძე, ივანიაძე (ბუიღლიშვილი, 69), გულიაშვილი (ჯავახიშვილი, 71), კოხრეიძე
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს. თუ “საბურთალომ” “ბურსასპორის” ბარიერი გადალახა და იმედია ეს ასე იქნება, ნოემბერში ხაიფას “მაკაბისა” და “ბორდაკს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სპორტალ.გე

