ლივერპულის კოტ დიუვარელმა ფორვარდმა სადიო მანემ სამმატჩიანი დისკვლიფიკაცია მიიღო, მანჩესტერ სიტის მეკარეს წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო. მანემ ბრაზილიელ გოლკიპერს ედერსონს სახეში ფეხი ჩაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ მანეს განზრახ არ უუხეშია, ის მოედნიდან გააძევეს.
ლივერპულის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამის გვერდზე ოფიციალურად ბოდიში მოუხადა ედერსონს და მას კარგად ყოფნა უსურვა. ედერსონს სახეზე ჯერ კიდევ ემჩნევა მანესთან შეჯახების კვალი, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის.

