“ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, თქვენ უკვე არაერთხელ განაცხადეთ, რომ სექტემბრიდან სერიოზულ აქციებს იწყებთ. ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თქვენ უკან ირაკლი ღარიბაშვილი და კახელების კლანი დგას და რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავთ.
– ამ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ! ვის რა მოლანდებები აქვს, ვინ საიდან იღებს დავალებას და რა სისულელეს ავრცელებს, მე ამის კომენტირებას არ ვაპირებ.
– რეალურად რა გეგმები გაქვთ? თქვენს სამოქმედო გეგმაში ხომ შედის აქციები?
– ქართველთა მარში იწყებს ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ. ეს არის სოროსის მიერ 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის თავს მოხვეული უკვე ჩამპალი ლიბერასტების დიქტატურა, სისტემა, რომელმაც საქართველო მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. სოროსი არის კრებითი სახელი ამ შემთხვევაში, თუმცაღა ყველაზე დიდი დამფინანსებელი ყველა იმ სიბინძურისა და უბედურებისა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ამის წინააღმდეგ ვიწყებთ ბრძოლას, რათა საქართველო გავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველოს გავათავისუფლებთ ამ სექტისგან.
– ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვთ?
– ჩვენ ვითხოვთ არა რომელიმე კონკრეტული პირის გადადგომას, არამედ ვითხოვთ იმ დამპალი სისტემის შეცვლას, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ ჩამოაყალიბა, შემდგომში მიხეილ სააკაშვილმა განავითარა და არსებული ხელისუფლებაც იმავე სისტემის მიხედვით მართავს ქვეყანას. ეს დამპალი სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამას მივაღწევთ რადიკალური აქციებით.
– თქვენ არასოდეს დაგიმალავთ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობა, რომ მას დიდ პატივს სცემთ, რომ ის არ უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან. დღეს რა კავშირი გაქვთ მასთან ან მას ქართველთა მარშთან?
– არანაირი კავშირი ღარიბაშვილს ამ ყველაფერთან არა აქვს. ეს არის ქართველი პატრიოტების მიერ დაწყებული მოძრაობა. მეგობრობა ძალიან ბევრ ადამიანთან მაკავშირებს და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეული იყვნენ. მე და ღარიბაშვილს გაგვაჩნია განსხვავებული პოლიტიკური ხედვები ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე მასთან არ მისაუბრია პოლიტიკურ თემებზე დაახლოებით ნახევარი წელია. ამიტომ ამ სისულელეებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ.
– როგორ მოახერხეთ თანხებიs მობილიზება? ვინ გაფინანსებთ? მართლა იქირავეთ ძვირადღირებული ოფისი?
– ბინძურ ღორებს, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფინანსების გარეშე რაიმეს გაკეთება შეიძლება, ჰგონიათ, რომ ყველაფერი ფინანსებით კეთდება. სარდაფში გვაქვს ორი ოთახი, რომელიც უსასყიდლოდ დაგვითმო ჩვენმა მეგობარმა და ეს შურთ ამ ბინძურ ღორებს?! ჩვენ ფინანსები არა გვაქვს და ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის. ეს არის წმინდა წყლის პატრიოტულ-ეროვნული ბრძოლა და, ვისაც ჩვენი დახმარება უნდა, შეუძლია დაგვეხმაროს ამ საქმეში. ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის. ჩვენ ამისთვის ფულს არც ამერიკას ვთხოვთ და არც რუსეთს! ჩვენ ვიწყებთ აქციებს და გავიმარჯვებთ!

