საქართველომ ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო

საქართველომ ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგოსაქართველოს ნაკრებმა დღეს ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო.

პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა. გერმანიამ უკრაინას მოუგი, საქართველომ – ლიტვას.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 19:19 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი გერმანელები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 41:36 მოიგეს.

მესამე მეოთხედი ქართველებმა კარგად დაიწყეს და 48:45 იგებდნენ კიდეც, მაგრამ მათი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გერმანელებმა თამაში გამოასწორეს და მესამე მეოთხედის შემდეგ ისევ ისინი იგებდნენ – 55:52.

მატჩის ბოლო მეოთხედი საქართველომ ძალიან ცუდად ითამაშა. ქართველებმა მხოლოდ 5 ქულის აღება შეძლეს და საბოლოოდ 57:67 დამარცხდნენ.