საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსს მიაღწევს.

თბილისში 23 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი იქნება.