სომხეთიდან მომავალი ავტობუსი ნატახტართან მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 2 დაღუპული და 1 დაშავებული

სომხეთიდან მომავალი ავტობუსი ნატახტართან მსუბუქ მანქანას დაეჯახა - 2 დაღუპული და 1 დაშავებულიმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.