მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენ ჯაკომო რაკუნიოზე გათხოვდა.
თეონამ და ჯაკომომ იტალიაში ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს. პატარძალი საკურთხეველთან მამამ, თემურ დვალმა მიაცილა, ქორწილში 150 კაცი იმყოფებოდა. ქორწილი ჯაკომოს დედის მიერ იყო ორგანიზებული. ქორწილის ფოტო და ვიდეოკადრები თეონამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ამბები.გე