საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო.
თელ-ავივ არენაზე საქართველის კალთბურთელთა ნაკრებმა უძლიერესი მეტოქე, ლიტვა 77:79 დაამარცხა.
ქართველების გამარჯვებას გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაშიც.
როგორც გამოცემა eurohoops.net წერს, საქართველომ ევრობასკეტი დიდი გამარჯვებით დაიწყო.
„საქართველოს ნაკრებმა ნამდვილ თრილერში 79:77 გაიმარჯვა, ბოლო წამებში ჩაგდებული ბურთით და ასევე ბოლო წამებში ლიტველების მიერ აცილებული სამქულიანით.
ვარსკვლავი: თორნიკე შენგელიამ “გადაწვა და გაანადგურა” ლიტვის ნაკრები 29 ქულით. ზაზა ფაჩულიამ გამარჯვებისთვის 8 ქულა და 10 მოხსნა დაამატა“ -წერს გამოცემა.
ნიუპოსტი

