ცნობილ თურქ მსახიობსა და ტელეწამყვან მურატ ბაშოგლუს “უზნეო ქცევის” გამო შესაძლოა პატიმრობა მიუსაჯონ. ამის მიზეზი თურქულ მედიაში ერთი კვირის წინ გავრცელებული ფოტოებია, რომელზეც ბაშოგლუ საკუთარ ძმისშვილთან ერთად იახტაზე ინტიმურ სიტუაციაშია აღბეჭდილი. ამის შესახებ ინფორმაციას AZE.az-ი ავრცელებს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბოდრუმის პროკურატურამ მურატ ბაშოგლუს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქულ მედიაში ბაშოგლუს თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევის შესახებ დაიბეჭდა სტატიები.
49 წლის მურატ ბაშოგლუ 14 წელია დაქორწინებულია, ხოლო მისმა 35 წლის ძმისშვილმა 2015 წელს შექმნა ოჯახი. მედიის ცნობით, ორივე მათგანთან მეუღლეებმა განქორწინება მოითხოვეს.
იმედინიუსი