ცოტნე გამსახურდია – ”ამის შემდეგ მამაჩემის მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდა გაგიკვირდეს?! ეს ქვეყანაა თუ ბიძინეს დუქანი?!”

ცოტნე გამსახურდია - ”ამის შემდეგ მამაჩემის მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდა გაგიკვირდეს?! ეს ქვეყანაა თუ ბიძინეს დუქანი?!"გუშინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა სასამართლოზე მისცა ჩვენება, რომ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის სახლში მცხეთის ქუჩაზე (რომელიც ვანო ჩხარტიშვილმა აჩუქა!) თურქეთში ტერორიზმსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს მალავდა!

ამის შესახებ იცოდა თავად ილია მეორემ, პროკურატურამ და კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა. ეს ქვეყანაა თუ ბიძინეს დუქანი?!

ამ დროს ხელისუფლება სამარცხვინოდ აპირებს ერდოღანს გადასცეს სატანჯველად თურქი მასწავლებელი, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია…

აქ ხომ კანონი მხოლოდ “უბრალო მოქალაქეებისთვის” არსებობს… ჩვენ ყველა დაუცველები და უუფლებოები ვართ. ამის შემდეგ ან მამაჩემის მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდა გაგიკვირდეს?!”