ცოტნე გამსახურდია – “საკრებულო ხიხოს ნოტარიალური კანტორა აღარ იქნება”

ცოტნე გამსახურდია - "საკრებულო ხიხოს ნოტარიალური კანტორა აღარ იქნება"ცოტნე გამსახურდია თბილისის საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების დამტკიცებას ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

“მოგვიანებით დავწერ იმ სიმდაბლესა და საზიზღრობაზე, რაც დღეს ქალაქის პარლამენტში გააკეთეს ბიძინას მონებმა. ახლა ერთ რამეს გეტყვით მხოლოდ:

თბილისელებო, ძვირფასებო, ასეთ საჩოთირო და მწვავე ნაბიჯზე წასვლა ამ წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს: ამ საცოდავებმა უკვე იციან, რომ ცუდადა აქვთ საქმე არჩევნებზე! და საკრებულო ხიხოს ნოტარიალური კანტორა აღარ იქნება, რომ ქონება და მიწები დაუმტკიცოს!

ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ესეც გაივლის…”