ცოტნე გამსახურდია – “ვიცოდი, რომ პაატა ბურჭულაძეს კაცობის ნატამალი არ ეცხო, მაგრამ ასე თუ იყო, ვერ წარმომედგინა”

ცოტნე გამსახურდია - "ვიცოდი, რომ პაატა ბურჭულაძეს კაცობის ნატამალი არ ეცხო, მაგრამ ასე თუ იყო, ვერ წარმომედგინა"POST TV-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც პაატა ბურჭულაძე ფონდ “იავნანას” საქველმოქმედო მილიონობით ლარის მითვისებაშია მხილებული, სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანებისა და მოქალაქეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფეისბუქის მომხმარებლები პაატა ბურჭულაძეს მწვავედ აკრიტიკებენ და მოითხოვენ, რომ ფონდის საქმიანობით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

ცოტნე გამსახურდია: შოკში ვარ… ვიცოდი, რომ კაცობის ნატამალი არ ეცხო, მაგრამ ასე თუ იყო, ვერ წარმომედგინა! აუცილებლად უყურეთ „იავნანას“ აფიორას და გააზიარეთ. სად მიდის ჩვენს მიერ შეწირული თანხები?
მეგი გოცირიძე: აუცილებლად უყურეთ!
ეს ნაძირა ცოტა ხნის დიდი თეატრის სამხატვრო ხელმღძვანელად დაინიშნა! მათე გაბიცინაშვილი:პაატა ბურჭულაძეზე ფილმი ვნახე. აი ამასხა ტვინში. თავმოყვარე ქვეყანა ჩამოათრევდა ამ გარეწარს და ციხეში გამოკეტავდა.
ყველა პოლიტიკური ჟონგლიორისთვის თითით მისათითებელი უნდა იყოს ეს არაკაცი, ვინც ხატებს და რელიგიას ამოფარებული ფარისევლობს ამ ქვეყანაში და სინამდვილეში კი ძარცვავს ხალხს.

ასევე სამაგალითოა ბურჭულაძის შემთხვევა მთავრობისთვის. ალბათ ანახებენ პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მაგ ვიდეოს და ოდესმე მიხვდებიან, რომ მთავრობის ხელმძღვანელები არიან და არა ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორები. ხანდახან მართლა მგონია რომ მათ თავიანთი ფუნქცია ტურიზმის ხელმძღვანელობის მიღმა არ წარმოუდგენიათ.

ბანკები ხალხს ძარცვავენ. მიკროსაფინანსოები ხალხს ძარცვავენ. მათგან გაძარცვული ხალხის იმედად თითქოს მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციები არსებობენ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია “იავნანა” ამხელა აფიორაში არის მხილებული.

საოცარია, მაგრამ დილით ფაშისტი სტივ ბენონის დაანონსებული ინტერვიუს ნაწყვეტი ვნახე, სადაც ასეთ რამეს ამბობს: “თქვენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე (hate crime) გინდათ საუბარი? გაჭირვებული ადამიანების წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური დანაშაული არის ყველაზე დიდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ ქვეყანაში”.

პაატა ბურჭულაძე – Paata Burchuladze ნაბ….რი ხარ და იმედია ოდესმე ციხეში ჩაჯდები ამისთვის!
გიორგი არობელიძე: ბავშვობაში ფული ვიპოვე, ღმერთს მადლობა თქო და ბურჭულაძის ფონდში 100 ლარი გადავრიცხე.
ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია
გია აბაშიძე: Postv investigation claims that Paata Burchuladze, opera singer who unsuccessfully tried to become a politician and now heads a opera treatre in Russia, is a crook. His charity has laundered & embezzled million!
PosTV-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა გამხდარიყო პოლიტიკოსი და რომელიც ახლა რუსულ საოპერო თეატრს ხელმძღვანელობს, თაღლითია. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ჩამოირეცხა, მან მილიონები მიითვისა.

ნანუკა ჟურჟოლიანი: სათაური, ტექსტი, კითხვის მანერა გამაღიზიანებელია, მაგრამ ამ ამბავს იავნანამ უნდა უპასუხოს დოკუმენტებით, რომ საკმაოდ დასაბუთებული მძიმე ბრალდებები უარყოს. უმძიმესია რაც ვნახე.
თამუნა შანიძე: სულ ვფიქრობ რა სჯით ამ ხალხს რატომ სვრიან ქაქში საკუთარ სახელს ეს ხომ ყველაზე მაგარი სიმდიდრეა რაც შეიძლება დააგროვო ცხოვრებაში!
რეზო რეხვიაშვილი: ამან არჩევნებზე კინაღამ ახალი ეთნოკონფლიქტი გაგვიძრო და მანამდე რეები უკეთებია. წარმომიდგენია, ასეთი რამ ხოსე კარერასს ან პლაჩიდო დომინგოს რომ ეკადრებინათ (დავუშვათ), ხომ დაიწვებოდა სირცხვილით მთელი ესპანეთი!
გიორგი ბერეჟიანი: დღესაც ფულს ვუყრით ამ ნაგავს! ამ ქვეყანას სახელმწიფო როგორ უნდა ერქვას? თაღლითი ნაგლად აგროვებს მაყუთს!


PosTV-ს საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძესა და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.

საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.

საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-მ დღეს გამოაქვეყნა, დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“, ჯამში, სულ რაღაც, 820.000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1.760.000 ლარი გასცა.

პირველი