უეფამ პსჟ-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უეფამ პსჟ-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) საფრანგეთის პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფინანსური კომიტეტის საგამოძიებო პალატა, პარიზის კლუბის მიერ “სამართლიანი თამაშის” (Fair Play) რეგულაციებს გადაამოწმებს. უეფას წარმომადგენლებს, სატრანსფერო ბაზარზე პსჟ-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვი, ამ წლის ზაფხულში გაუჩნდათ.

აღნიშნავენ, რომ ოფიციალური კომენტარები გამოძიების დამთავრებამდე არ გაკეთდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურა. ბოლო დღეს პსჟ-ს 18 წლის ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე შეუერთდა.

3 აგვისტოს, პსჟ-სთან კონტრაქტი ოფიციალურად ნეიმარმა გააფორმა. მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონასგან” საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა “პსჟ”-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი “სამართლიანი თამაში” არ დაერღვია.