უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო

უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღოუკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უწყებამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირებასთან მოთხოვნა მიიღო. ამის შესახეხებ პეტუხოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:„უკრაინამ მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის ადრესატი უკრაინის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა იყო“- განაცხადა პეტუხოვმა.

მისი თქმით საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციი თანახმად, სააკაშვილის წინააღმდეგ 4 სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული. 182-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. 333-ე და117-ე მოხელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობის ან იარაღის გამოყენებით. 332-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებისთ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.