ბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე მინიმუმ 3 თვის მანძილზე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. დემბელემ ტრავმა ხეტაფესთან შეხვედრის დროს მიიღო და ის 30–ე წუთზე შეცვალეს.
თავიდან ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ დღევანდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დემბელეს მუხლის ქვედა მყესის სერიოზული დაზიანება აქვს.
დემბელე ბარსელონამ 105 მილიონ ევროდ იყიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა ბარსელონას შემადგენლობაში. ერნესტო ვალვერდეს თქმით დემბელეს არყოფნა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისი იქნება.

