უსმან დემბელე: ” ორ თვეში დავბრუნდები”

უსმან დემბელე: ” ორ თვეში დავბრუნდები”ბარსელონას ახალწვეული უსმან დემბელე ამჟამად ფინეთში იმყოფება, სადაც მან ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებული გამოდგა. დემბელეს დაბრუნებას 3 თვის შემდეგ ვარაუდობდნენ, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის ორ თვეში უკვე მზად იქნება სათამაშოდ.

დემბელემ თავისი ინსტაგრამის გვერდზე ბარსელონას ეიბართან გამარჯვება მიულოცა და იქვე მიაწერა, რომ ორ თვეში ის უკვე დაეხმარება თანაგუნდელებს მოედანზე. დემბელეს ტრანსფერში ბარსელონამ 105 მილიონი გადაიხადა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.