ირლანდიასთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს და ირლანიის მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ვლადიმერ ვაისმა კმაყოფილება გამოთქვა ირლანდიასთან მოპოვებული ქულით, თუმცა:
ვლადიმერ ვაისი: გვინდოდა სამი ქულა, მაგრამ თამაშის გათვალისწინებით მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია და ასეთ ძლიერ გუნდთან შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიწყეთ წაგებით და მოვლენათა შემდეგი განვითარება მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ამ შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მატჩი.
რაც შეეხება ირლანდიელთა გოლს, შესაძლოა ვისაუბროთ წესების დარღვევაზე, მაგრამ ჩვენ მაინც ინდივიდუალურ შეცდომას უნდა დავაბრალოთ. ზოგადად ძალიან ბავშვურ გოლებს ვუშვებთ.
გიორგი მერებაშვილი ეროვნული გუნდისთვის ძალიან ეფექტური მოთამაშეა და შესაძლოა ის ავსტრიაში სასტარტოშიც იყოს.
მარტინ ონილი: ჩვენ ძალიან ადრე გავიტანეთ გოლი. შემდეგ ძირითადად დაცვაზე გადავერთეთ და იშვიათად ვიღებდით ბურთს. ამის მიუხედავად ვცდილობდით შეტევებში გადასვლას და გოლის გატანას, თუმცა არაფერი გამოვიდა. ვაღიარებ, რომ საქართველო ნაკრებმა დღეს გვაჯობა.
პირველი

