ზუროსი ნაკრებიდან მიდის?

ზუროსი ნაკრებიდან მიდის?საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა “ტვიტერზე” ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა: “ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად”, – წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.
SPORTALL.GE-ს ინფორმაციით, ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად. მათივე ცნობით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
ეროვნული გუნდი ევრობასკეტის შემდეგ მისმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დატოვა.

ინტერპრესნიუსი